რელორანი ტაბლეტები

რელორანი ტაბლეტები

Reloran tablets

საერთაშორისო დასახელება — desloratadine

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი — ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; მეორე თაობის პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბ. 5 მგ №20

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რელორანი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. რელორანს გააჩნია ალერგიის საწინაღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
რელორანი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრძნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს ერიუსი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე

ჩვენებები:
— სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
— ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

— სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციები (თვალის სიწითლე, თვალების ქავილი, თვალებიდან ცრემლდენა, ცემინება, სასის ქავილი)

მიღების წესები და დოზები:
რელორანის  ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს

გვერდითი მოვლენები;
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში

უკუჩვენება:
— მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
— ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. რელორანი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

  მწარმოებელი:Deva Holding (თურქეთი)

დატოვე პასუხი

*

captcha *

Этот сайт использует Akismet для борьбы со спамом. Узнайте как обрабатываются ваши данные комментариев.