ჩვენს შესახებ

ქართული ფარმაცევტული კომპანია «რეალფარმა»   დაარსდა 2012 წლის 1 აპრილს. ჩვენს მიზანს  წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტური და ხარისხიანი სამედიცინო მედიკამენტების შემოტანით  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ ვაწარმოებთ სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს მიერ ხორციელდება ფარმაცევტულ ბაზარზე ყველა სტადია: პროდუქტის რეგისტრაცია, პროდუქტის შესყიდვა და მოწოდება, პროდუქტის განაწილება  ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი კომპანია ფეხს უწყობს მედიცინის და ფარმაციის ყველა სიახლეს და ირჩევს მხოლოდ  საუკეთესო ხარისხის პრეპარატებს, ასევე ვთანამშრომლობთ მწარმოებლებთან, რომელთა სამრეწველო ტექნოლოგიებიც სრულად შეესაბამებიან თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები:  Deva – თურქეთი, Vitane Pharma – გერმანია, Faes farma – ესპანეთი.

ჩვენი კავშირები  პარტნიორებთან მომავალში არ შემოიფარგლება მხოლოდ კომერციული ურთიერთობით. იგეგმება აქტიურ მონაწილეობა  მწარმოებელი კომპანიების მიერ მოწყობილ ტრენინგებში.   ვიღებთ მონაწილეობას პრეზენტაციებში, სემინარებსა და კონფერენციებში. ამასთან, ჩვენი კომპანია უკვე მონაწილეობს საქართველოში გამართულ სხვადასხვა სამეცნიერო და საქველმოქმედო ღონისძიებებში.

«რეალფარმას»-ს ჰყავს სამედიცინო წარმომადგენლების შემადგენლობა( რომელიც მომავალში მოთხოვლილების შესაბამისად გაიზრდება), რომლებიც  საქართველოს მასშტაბით, ყველა ექიმთან და ფარმაცევტთან ინდივიდუალურად მუშაობენ.